saqarTvelos mdinareebi - qvabliani

ტერიტორიული ერთეულები ხულოს და ადიგენის მუნიციპალიტეტები
სათავე მესხეთის ქედის სამხრეთი კალთა
შესართავი ფოცხოვისწყალი 41°38`41` ჩ. გ. 42°51`25` ა. გ.
სიგრძე 41 კმ
აუზის ფართობი 900 კმ²

 

მდინარე მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2355 მ. სიგრძე 41 კმ. აუზის ფართობი 900 კმ². ერთვის მდინარე ფოცხოვისწყალს მარცხნიდან, შესართავის სიმაღლე 1016,1 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა-ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები-შემოდგომაზე. გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 52%, ზაფხულში 16%, შემოდგომაზე 20%, ზამთარში 12%. ყინულნაპირისი, თოში, ძგიფი, ყინულსაფარი იცის ნოემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 16,2 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.